ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2020 წლის II კვარტალში, ლარის კურსი წინა კვარტალთან შედარებით, ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, გარდა თურქული ლირისა. ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო 2019 წლის II კვარტალთან მიმართებით 12.7%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2019 წლის II კვარტალთან შედარებით, ლარი გაუფასურდა, აზერბაიჯანულ მანათთან (12.7%-ით), სომხურ დრამთან (12.1%-ით), უკრაინულ გრივნასთან (11.5%-ით), ევროსთან (10.9%-ით) და რუსულ რუბლთან (2.0%-ით), ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე