აგვისტო შვებულებებისა და არდადეგების თვეა, რომელსაც მთელი მომდევნო 11 თვე ველოდებით. ამ დროს წარმოუდგენელია დაზოგო ფული დასვენებაზე და ეს არცაა აუცილებელი – დაზოგვის შესაძლებლობას სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მოგცემთ.
კომფორტი აბაზანიდან უნდა დაიწყოს
მითუმეტეს, რომ აგვისტო და მომდევნო 3 თვე იდეალური პერიოდია სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებისთვის. ვინც ამ საინტერესო პროცესში ხართ, გუგლრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ „მიჰაუსის“ ფასდაკლებები. მაგალითად, ამ უზარმაზარ და ყოვლისმომცველ ჰიპერმარკეტში თურქული წარმოების უმაღლესი ხარისხის კერამო გრანიტის 1 კვ/მ–ის ფილის შეძენა 17,5 ლარიდან შეგიძლიათ. კერამო გრანიტით მოპირკეთებულ აბაზანას აუცილებლად დაამშვენებს შესაბამისი ავეჯი, რომლის ფასიც „მიჰაუსში“ 189 ლარიდან იწყება, თანაც 12–თვიანი გარანტიით. ეს ნამდვილად არაა ბევრი კომფორტული სიმყუდროვის შესაქმნელად პირად გარემოში, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს ვატარებთ.
ხელსაწყოების გარეშე – როგორ?
ბევრი ადამიანი სიამოვნებასაც კი ღებულობს სახლში სხვა და სხვა საქმის კეთებით, ნივთების, დაზიანებების შეკეთებით. ამ ტიპის საქმეების კეთება კი ელექტრო დრელის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ბევრისთვის ელექტრო დრელი „მესამე ხელის“ ტოლფასიცაა. წარმოიდგინეთ, მის გარეშე ხის, ლითონის, ან მით უმეტეს, კერამიკული გრანიტის გახვრეტა? – ეს შეუძლებელია. დრელი სახრახნისის მაგივრობასაც გვიწევს, რომლის გარეშეც გარანტირებული ქვაქვს ხელის კუნთების გადაძაბვა და კოჟრები ჩვეულებრივი სახრახნისისგან. აგვისტოში „მიჰაუსში“ ხარისხიანი ელექტრო დრელის შეძენა 77,5 ლარად შეგიძლიათ. აქვეა ბალახის სათიბი მათთვის, ვისაც გამწვანებული ეზო აქვს, თანაც წარმოუდგენელ ფასად – სულ რაღაც 79 ლარიდან. თუ ეზოში რომელიმე ადგილის მოპირკეთება, ან დაზიანებული ბილიკის აღდგენა გადაწყვიტეთ, საუკეთესო წებოცემენტის „ბესთფიქსის“ ფასი „მიჰაუსში“ 2,9 ლარიდან იწყება. ასეთი დაბალი ფასი ნამდვილად წარმოუდგენელია.
შევბრუნდეთ სახლში
ინტერიარში, რაოდენ დიდი სახლიც არ უნდა გვქონდეს, ადგილისა და სივრცის დაზოგვას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამიტომაც სათავსოებს ვერტიკალურად განვალაგებთ, და არა ჰორიზონტალურად. სახლის შესასვლელში, ან საგარდერობო ოთახში აუცილებელი ატრიბუტია ფეხსაცმლის კარადა, რომელიც გვიზოგავს ადგილს და ესთეტიურადაც გამოიყურება. ასეთი კარადის შეძენა „მიჰაუსში“, აგვისტოს დიდი ფასდაკლებების პერიოდში 9,9 ლარიდანაა შესაძლებელი – ნამდვილად ცხრა ლარად და ოთხმოცდაათ თეთრად! თუ ფეხსაცმლის თაროს თავზე, არ საგარდერობე ოთახში დაგჭირდებათ დამატებითი თაროები, 34*32.5*148 ზომის MEISTER აქ სულ რაღაც 39 ლარი ღირს. ხოლო უნიკალური დიზაინის სანათების ფასი – 17 ლარიდან იწყება. აბაზანით დაწყებული, გარდერობით დამთავრებული – ყველა სივრცეს სჭირდება შესაბამისი დიზაინისა და სპეციფიკის განათება. „მიჰაუსში“ სანათებისა და ნათურების უზარმაზარი არჩევანია. არც იატაკია გამონაკლისი ფასდაკლების აქციაში. ლამინატის ფასი 14,9 ლარიდან იწყება. უმაღლესი ხარისხის ხის პარკეტის ფასი კი 69 ლარიდან იწყება.
მთავარი ხედი - შპალერი და შიდა კარები
ინტერიერის ხასიათს, უპირველესად, კედლის ფაქტურა განსაზღვრავს. ზოგს სადა კედლები მოსწონს, ზოგიც ორნამენტებს, ან სულაც სიურეალისტურ გამოსახულებებს ანიჭებს უპირატესობას. „მიჰაუსში“ შპალერის ფართო არჩევანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ერთი რულონი ფრანგული და შვედური შპალერის ფასი 5,5 ლარიდან იწყება და ხარისხი მომხმარებელს გარანტირებული აქვს. სხვა და სხვა დიზაინის, გემოვნებით და ხარისხიანად შესრულებული შიდა კარების ფართო არჩევანი შპალერთან შესაბამისობამდე მიყვანის შესაძლებლობას მოგცემთ. საკმაოდ გამძლე კარის შეძენა, აგვისტოს ფასდაკლების პერიოდში, 85 ლარადაა შესაძლებელი და, რა თქმა უნდა, სრული კომპლექტი იგულისხმება. კარისთვის შესაბამისი სახელურის მორგებას კი 7,9 ლარიდან შეძლებთ. აქაც საქმე მხოლოდ გემონებას ეხება – ფართო ასორტიმენტი ამ შემთხვევაშიც ყველა პირობას გიქმნით, სასურველი სახელურები მოარგოთ კარებს.
როგორ ვაკონტროლოთ მიკროკლიმატი არნახულად დაბალ ფასად
რაც არ უნდა გემოვნებიანი დიზაინითა და კომფორტული ავეჯით აღვჭურვოთ და მოვრთოთ ჩვენი ინტერიერი, ვერ შეიქმნება კომფორტი ტემპერატურის მართვის გარეშე და ხშირ შემთხვევაში გაუსაძლისიც კი იქნება მასში ცხოვრება. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ „მიჰაუსში“ კონდიციონერები ყველაზე დაბალ ფასად – 495 ლარად იყიდება. შეგახსენებთ, ეს მხოლოდ აგვისტოს ფასდაკლების პერიოდში. ეს ცხელი ზაფხულისთვის. რაც შეეხება ზამთარს, რომელიც არც თუ დიდი ხნის შემდეგ მოგვიკაკუნებს „მიჰაუსში“ ნაყიდ კარზე, სოლიდური ფასდაკლებაა გათბობის ქვაბებზეც. მათი ფასი ჰიპერმარკეტში 1299 ლარიდან იწყება. ასევე უნდა იჩქაროთ სექციური რადიატორების შეძენაც, რომლის ფასი თითოეულ სექციაზე 15,5 ლარიდან იწყება. სექციური რადიატორები, გარდა მათი მაღალი ხარისხისა, იმ უპირატესობითაც სარგებლობს, რომ მომხმარებელს შეუძლია მოცემულ სივრცეს ოპტიმალურად მოარგოს მათი რაოდენობა.
„მიჰაუსი“ – ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, რომლის 12 000 კვ/მ ფართობზე 60 000–მდე სამშენებლო და სარემონტო პროდუქტია წარმოდგენილი, 17 ივლისს „თბილისის ზღვის პლაზაში“ გაიხსნა. ჰიპერმარკეტში სასურველი პროდუქციის შეძენა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი.