5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ბევრ ჩვენ­განს ხან­გრძლივ და რთულ პრო­ცე­სად წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან სან­დო დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის, ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფა­სის მქო­ნე პრო­ექ­ტი­სა და მი­სა­ღე­ბი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას უამ­რა­ვი დრო­ი­სა და ენერ­გი­ის ხარ­ჯვა გვი­წევს, რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია, ეს პრო­ცე­სი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ. ამი­სათ­ვის კი შემ­დე­გი 5 რე­კო­მენ­და­ცია უნდა მივ­ყვეთ:

იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა

მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­სუბ­სი­დი­რებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თის 4%-ს. სუბ­სი­დია სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუბ­სი­დია არა­უ­მე­ტეს 200 000-ლა­რი­ან სეს­ხებ­ზე გა­ი­ცე­მა და მათ, ვი­საც სურს, ახა­ლი პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლოს, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სულ მცი­რე 10% უნდა ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი.

თუ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავთ, მთავ­რო­ბის ეს პროგ­რა­მა თქვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი უნდა იყოს, რად­გან სუბ­სი­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით, ნაკ­ლე­ბი თან­ხის გა­დახ­და გი­წევთ. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, მხო­ლოდ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ას­თან და მომ­სა­ხუ­რე ბანკთან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყიდ­ვე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რია, მათი ყვე­ლა პრო­ექ­ტის ერთ პლატ­ფორ­მა­ზე ნახ­ვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც მომ­ხმა­რე­ბელ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა SS.ge-ის გუნ­დმა შექ­მნა House.ge, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ მშე­ნე­ბა­რე და ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია თავ­მოყ­რი­ლი და პრო­ექ­ტე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი. დრო­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, შეგ­ვიძ­ლია, House.ge-ზე მოვ­ძებ­ნოთ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ბინა სა­სურ­ველ ფა­სად და არ გვქონ­დეს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა გა­მოგ­ვრჩა.

პრო­ექ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა

თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მით შე­ვა­და­როთ და მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­მოვ­კვე­თოთ: ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, გამ­წვა­ნე­ბა, სპორ­ტუ­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, კა­ფე­ე­ბი, აუზი და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­სა­ზღვრის სა­შუ­ა­ლე­ბას კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა House.ge გვაძ­ლევს.

სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის კუ­თხით რო­მე­ლიც უფრო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა და მო­ერ­გე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბის წესს, შეგ­ვიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად ის შე­ვარ­ჩი­ოთ.

კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა

სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში ათო­ბით კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს. მათი ნა­წი­ლის სა­ხე­ლი კი შე­იძ­ლე­ბა, არას­დროს გსმე­ნი­ათ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის არა­სან­დოდ მი­იჩ­ნი­ოთ.

კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად უნდა და­ვა­ზუს­ტოთ მისი ასა­კი ანუ რამ­დე­ნი წე­ლია, რაც სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზეა და რა პრო­ექ­ტე­ბი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა დე­ვე­ლო­პე­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, მისი წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კი კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მნით.

ამას­თან, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­ვა­და­რებთ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს და უკვე დას­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს. თუ და­პი­რე­ბე­ბი შეს­რულ­და, შე­იძ­ლე­ბა. ეს სან­დო­ო­ბის ინ­დი­კა­ტო­რად ჩავ­თვა­ლოთ.

პრო­ექ­ტის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მის შე­მოწ­მე­ბი­სა და სან­დო დე­ვე­ლო­პე­რის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, ჩვე­ნი­ვე სიმ­შვი­დის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, შე­ვა­მოწ­მოთ პრო­ექ­ტის ხა­რის­ხი.

თა­ვის­თა­ვად, კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბა და მისი რე­პუ­ტა­ცია გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას უკვე გვაძ­ლევს, თუმ­ცა ეს რომ დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლიც ვნა­ხოთ, შეგ­ვიძ­ლია, დე­ვე­ლო­პე­რის­გან სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნაც მო­ვი­თხო­ვოთ. თუ დას­კვნა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლას გრუნ­ტის წყლე­ბია, უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ შე­ნო­ბის სა­ძირ­კველ­სა და მი­წა­ში ჩაღ­რმა­ვე­ბულ ნა­წილს ჰიდ­რო­სა­ი­ზო­ლა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და დრე­ნა­ჟი უკეთ­დე­ბა.

ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, შე­მოწ­მდეს პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა: არ­მა­ტუ­რა და ბე­ტო­ნი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, შე­ვა­მოწ­მოთ, სა­ძირ­კვლის სიღ­რმე რამ­დე­ნად მო­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ნა­გე­ბო­ბის სი­მაღ­ლეს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­ა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას მოვ­თხო­ვოთ.

აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სწრა­ფი ტემ­პით მშე­ნებ­ლო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უხა­რის­ხო ნა­გე­ბო­ბას. პი­რი­ქით, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის გა­წელ­ვა შე­იძ­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რის შე­დე­გა­დაც, მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან-ხოლ­მე.

უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის და­ზუს­ტე­ბა

სა­სურ­ვე­ლია, გა­და­ვა­მოწ­მოთ რო­გორც გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, ისე მონ­ტაჟ­დე­ბა თუ არა ჰა­ერ­ში CO-ს დო­ზი­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, აქვს თუ არა შე­ნო­ბას სა­ხან­ძრო სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლე­ბი, რამ­დე­ნად მი­სად­გო­მია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნის­თვის და ა.შ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა House.ge-ზე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შეს­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია, ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი ჯერ ვებ-გვერ­დზე გა­და­ვა­მოწ­მოთ და თუ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამის შემ­დეგ მივ­მარ­თოთ პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლებ­ლებს.