განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სავარაუდოდ, როგორც ყველა სხვა ობიექტებში, ყველა სასწავლო დაწესებულებაში სავალდებულო იქნება სიცხის გაზომვის პროცედურა, თუმცა ჩნდება კითხვა, როგორ უნდა იმართოს მოსწავლეთა ნაკადი თერმოსკრინინგისას ისე, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ შეფერხდეს?
რა ტექნოლოგიებით შესაძლოა აღიჭურვოს სკოლები და რამდენად შესაძლებელია მოსწავლეთა დიდი ნაკადის მართვა, ამ კითხვებზე ინოვაციური ტექნიკისა და უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ინოტექის“ (www.innotech.ge) გენერალური მენეჯერი ლევან ფანჯიკიძე გვპასუხობს:
დღეს, მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, თერმოსკრინინგისთვის სამი სახეობის უახლესი ტექნოლოგია არსებობს:
სამივე მათგანი 1-2 წამში ზომავს ტემპერატურას. ამასთან, ისინი მარტივი, დისტანციური და უსაფრთხოა. მაგალითად, თერმოსკრინინგის კამერას რამდენიმე წამში 20-დან 30-მდე ადამიანის ტემპერატურის გაზომვა და ჩვენება შეუძლია, ხოლო მისი მოქმედების დისტანცია 0.5-დან 10 მეტრამდეა. კომპანია „ინოტექმა“ თერმოსკრინინგის ტერმინალები უკვე დაამონტაჟა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში. შესაბამისად, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწავლო დაწესებულებებში თერმოსკრინინგის პროცედურის გავლა არ გამოიწვევს სწავლის შეფერხებას, არ არის დროში დაყოვნებული და საკმაოდ მარტივია დიდი ნაკადების მართვა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თერმოსკრინინგის სამივე სახეობა, მოსწავლეებისთვის არის სრულიად უსაფრთხო, არ იწვევს დასხივებას და არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზემოთ აღნიშნული თერმოსკრინინგის ტექნიკა, საერთაშორისო გამოცდილებისაა და პანდემიასთან საბრძოლველად, მას აქტიურად იყენებენ პირველ რიგში, ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
მოცემული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას, პანდემიის სიმპტომების ამოცნობას, შეტყობინებასა და მასზე შემდგომ რეაგირებას - აღნიშნა ლევან ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ მუშაობს თითოეული ტექნიკური საშუალება, კომპანია „ინოტექის“ ტექნიკური დირექტორი მორის მელია განმარტავს, რომ სამივე მათგანს მუშაობის სწრაფი, თუმცა განსხვავებული სპეციფიკა აქვს:
თერმოსკრინინგის კამერა აკეთებს ცხელი საგნების ტემპერატურის ანალიტიკას და შეუძლია, განასხვაოს, საგანი არის მოძრავი ცოცხალი ორგანიზმი თუ მაგალითად, ყავა ან ტელეფონი. შესაბამისად, სისტემის მოტყუება გამორიცხულია. მას შეუძლია, ერთდროულად 20-დან 30-მდე ადამიანს გაუზომოს ტემპერატურა და ცდომილება 0,1-0,2 გრადუსია. ტემპერატურის გაზომვისათვის საჭიროებს ერთ წამს. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი იძლევა განგაშს, როგორც კომპიუტერში, ასე ხმოვანი სახით ნებისმიერ ენაზე.
უსაფრთხოების კარიბჭე მეტალის დეტექტორის მსგავსი კონსტრუქციაა, რომელსაც 120 და 180 სანტიმეტრის სიმაღლის თერმული სენსორები აქვს დამატებული, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ის კარიბჭეში გასვლისთანავე აფიქსირებს ტემპერატურას და გამოსახავს ტერმინალზე.
თერმოსკრინინგის ტერმინალი, არის მოწყობილობა, რომელიც მაჯის მიტანისთანავე ზომავს ტემპერატურას, იღებს ფოტოსურათს და ინახავს პირის შენობაში შესვლისა და გასვლის დროის შესახებ ინფორმაციასაც. ტერმინალს შეუძლია გახსნას სხვადასხვა მექანიკური ბარიერი, თუ ადამიანი ორ პირობას აკმაყოფილებს: ატარებს პირბადეს და არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული ტექნიკური საშუალება უცხოეთში ძირითადად, კერძო კომპანიებში გამოიყენება.
მორის მელიას განცხადებით, სხვა ქვეყნების მაგალითზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ყველაზე ეფექტური თერმოსკრინინგის კამერები ან უსაფრთხოების კარიბჭე შეიძლება იყოს, მათი სწრაფი გამტარობიდან გამომდინარე.
კომპანია „ინოტექი“(www.innotech.ge) აცხადებს, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, თერმოსკრინინგის აღჭურვილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზადაა უზრუნველყოს მათი თერმოსკრინინგის აპარატებით მომარაგება და საინსტალაციო სამუშაოების ოპტიმალურ დროში განხორციელება.
(R)