Deutsche Bank-მა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი გააუმჯობესა

Deutsche Bank-მა 2020 წლის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი გააუმჯობესა. ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკა იმაზე მალე აღდგება კორონავირუსის პანდემიისგან, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი

ბანკის მიერ მაისში გამოთქმული გლობალური ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 6% იყო, ახლა კი ის წლიურ გამოხატულებაში 4,5%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

რაც შეეხება ზრდას, ბანკი მსოფლიო ეკონომიკის 5,5%-იან ზრდას ელის უკვე მომავალ წელს.

ანალიტიკოსების პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ტემპები 2021 წლის შემდეგ შენელდება, თუმცა ტრენდულ დონეზე მაღლა შენარჩუნდება. მათივე პროგნოზით, უმუშევრობა დაუბრუნდება კრიზისამდე დონეს 2024-2025 წლებში.

Deutsche Bank-ის ახალი პროგნოზით ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს 8,6%-ით შემცირდება და არა 12%-ით როგორც ეს აქამდე იყო ნავარაუდევი. გერმანიის მშპ-ს კლება 6,4%-ს შეადგენს, ხოლო დიდი ბრიტანეთის 11,5%-ით შემცირდება. რაც შეეხება შტატებს, მისი პროგნოზი 2020 წლისთვის მინუს 5,2%-ია აქამდე ნავარაუდევი 7,1%-ის ნაცვლად.

ბანკის პროგნოზის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა წელს გაიზრდება 1,6%-ით, ხოლო 8,8%-ით მომავალ წელს. იაპონიის კი წელს 6,4%-ით შემცირდება და გაიზრდება 1,6%-ით მომავალ წელს. ინდოეთში წელს 5,8%-იანი კლება, მომავალ წელს კი 5,6%-იანი მატებაა ნავარაუდევი.

კოკა კვირკველია