2020 წლის 6 თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 178 115 172 ლარის მოგება მიიღეს.
კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მოგება ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან „საქართველოს ბანკმა“ მიიღო. მეორე ადგილზეა „თიბისი“, სამეულში შედის „ვითიბი ბანკიც“.
კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგებით:
- საქართველოს ბანკი - 91,5 მლნ ლარი
- თიბისი ბანკი - 52,1 მლნ ლარი
- ვითიბი ბანკი - 9,7 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი - 6,1 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი - 5,8 მლნ ლარი
საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.