დასაქმების მაჩვენებლები უმჯობესდება - ივნისში ხელფასი 47 000-ით მეტ ადამიანს ჩაერიცხა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „აღდგენის დინამიკა“.
კვლევის მიხედვით, მაისში, 91 000-ით ნაკლებმა ადამიანმა აიღო ხელფასი თებერვალთან შედარებით. ივნისში კი ეს რიცხვი ორზე მეტჯერ შემცირდა და დასაქმებულთა რიცხვი თ/თ 47,000-ით გაიზარდა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებთ, ივლისში ბევრ ძირითად ინდუსტრიაში მაისთან შედარებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება განათლების, პროფესიული საქმიანობის, გართობისა & ხელოვნების, ენერგეტიკის სექტორებში.