აშშ-მა კანადიდან იმპორტირებულ ალუმინზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი აღადგინა

აშშ-მა კანადიდან იმპორტირებულ ალუმინზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი აღადგინა. ამის მიზეზად შტატები ოტავას მხრიდან ამ პროდუქციის ექსპორტის არშეზღუდას ასახელებს. აღნიშნულის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა.

ამერიკის არასამთავრობო სავაჭრო პალატის განცხადებით, აღნიშნული გამოიწვევს ნაციონალური მწარმოებლებისთვის დანახარჯების გაზრდას.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ოტავაშიც. კანადის ხელისუფლება ამერიკის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და გაუმართლებელს უწოდებს და კონტრ-ზომების მიღებით იმუქრება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ქრისტი ფრილანდმა განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და კანადური ალუმინი არ წარმოადგნეს საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, პირიქით, ის ამყარებს ამერიკის უსაფრთხოებას და ამას აკეთებს უკვე ათეულობით წელია, ჩვენს ქვეყნებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობის წყალობით“, - განაცხადა მან.

ფრილანდამ დასძინა, რომ ოტავა ამას უპასუხოდ არ დატოვებს, ისევე როგორც მოიქცა 2018 წელს, როცა აშშ-მა ასევე დააწესა საბაჟო ტარიფები კანადური ალუმინის იმპორტზე. „დოლარი დოლარის წინააღმდეგ. საპასუხო ნაბიჯს მალევე გადავდგამთ“ , - დასძინა მან.

კოკა კვირკველია