ამერიკულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა სოციალური ქსელის TikTok მომხმარებელთა რეიტინგი შეადგინა, რომლებმაც ამ ქსელის მეშვეობით სხვებზე უფრო მეტი თანხის გამომუშავება შეძლეს.
რეიტინგში 7 ამერიკელი და კანდელი ახალგაზრდა მოხვდა. ყველა მათგანი ამ ქსელში მოკლე ვიდეოებს პერიოდულად ათავსებს, და უმეტესობა მათგანი არის ცეკვები. რეიტინგის სათავეში მოხვდა 19 წლის ეიდსონ რეი ისტერლინგი ლუიზინას შტატიდან, მან ბოლო 12 თვეში TikTok-ის მეშვეობით 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მას 54 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. როგორც ჟურნალი წერს, ისტერლინგი კოსმეტიკის საკუთარ ხაზს უშვებს და TikTok-ში პოპულარობის შემდეგ მან ხელშეკრულება გააფორმა ტანსაცმლის მწარმოებელ American Eagle-თან და ინტერნეტ სერვისთან Spotify.
მეორე და მესამე ადგილებზე არიან დები ჩარლი და დიქსი დ’ამერლოები ლოს-ანჯელესიდან. მათ 4 და 2,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ისინი ცნობილ ტელეგადაცემაში სტუმრად იყვნენ მიწვეულები და რეკლამირებას უწევდნენ Hollister-ისა და სხვა ბრენდების სამოსს.
პენსილვანიელი ლორინ გრეის შემოსავლებმა კი 2,6 მილიონი შეადგინა და ის რეიტინგში მეოთხეა. TikTok-ში პოპულარობის წყალობით მან კონტრაქტი გააფორმა ხმის-ჩამწერ სტუდიასთან Virgin Records და ასევე სხვა ფირმებთან.
მეხუთე ადგილზეა ჯოშ რიჩარდი კანადიდან, რომელმაც 1,5 მილიონი იშოვა ამ სოცქსელში. მეექვსეა ამერიკელი მაიკლ ლი და მეშვიდე სპენსერ ნაითი. ორივემ 1,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.