აშშ ჩინური კომპანიებისგან ტრანსპარენტულობას მოითხოვს

ცალკეული ჩინური კომპანიების მხრიდან ამერიკაში მოქმედი გამჭვირვალობის ნორმების უგულებელყოფა „ძალიან სერიოზულ საკითხად რჩება“ და ამერიკის ადმინისტრაცია ინვესტორების უფლებების დაცვის კუთხით ზომებს ატარებს. ამის შესახებ პარასკევს, თეთრი სახლის ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლოურენს ქადლოუმ ტელეკომპანია Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინური კომპანიები ვალდებულნი არიან გამჭვირვალობის მოთხოვნები დაიცვან, რომელიც კომიტეტს აქვს. მე ამ პრობლემას ძალიან სერიოზულად ვუყურებ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ პრეზიდენტის თანაშემწესთან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრიენთან ერთად ვცდილობთ, რომ საპენსიო ფონდებმა ჩინურ ფასიან ქაღალდებში ჩადონ ინვესტიციები,“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საჯარო კომპანიების ზედამხედველობის კომიტეტს, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, უკვე დიდი ხანია არ მოსწონს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც ჩინურ კომპანიებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით აქვთ.

„ჩვენ მათ ერთი წელი მივეცით, რათა დაიცვან მოთხოვნები და თუ ეს არ მოხდება, ისინი უბრალოდ ამ მოთხოვნებთან შეუსაბამონი იქნებიან. კომპანია, რომელსაც სურს გახდეს საჯარო, ამერიკულ წესებს უნდა დაემორჩილოს,“ - დასძინა მან.

კოკა კვირკველია