ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, 1-ელი კვარტლის მსგავსად, მე-2 კვარტალშიც ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.
ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-2 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 156 415 387 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 292 056 328 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 157 163 992 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 231 705 253 ლარი შეადგინა. 15 კომერციული ბანკიდან გამონაკლისი იყო მხოლოდ „სილქ როუდ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებაც საანგარიშო პერიოდში - 253,512 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნის საქართველოში კომერციული ბანკები. კერძოდ, გთავაზობთ, ბანკის იმ ბენეფიციარების ჩამონათვალს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
„საქართველოს ბანკი“
- Georgia Capital JSC - 19.90%.
„ბაზისბანკი“
- მი ენხვა - 91,5615%;
- მი ზაიქი - 6,9155%.
„სილქროუდ ბანკი“
- სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) - 100%;
- გიორგი რამიშვილი - 61,90%;
- ალექსი თოფურია - 28,58%;
- დევიდ ფრანც ბორგერი - 9,52%.
„კრედო ბანკი“
- CDC Group PLC (UK) - 7,12%;
- European Investment Bank (Luxembourg) - 7,12%;
- International Finance Corporation (USA) - 8,96%;
- Kreditanstalt f r Wiederaufbau (Germany) - 7,65%;
- LFS Advisory GmbH (Germany) - 14,31%;
- Dr. Bernd Zattler (Germany) - 8,59%;
- Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) - 6,75%.
„ბანკი ქართუ“
„ფინკა ბანკი“
- FINCA International - 62.93%;
- International Finance Corporation - 14.27%;
- KfW - 8.87%;
- FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) - 7.25%.
„ხალიკ ბანკი საქართველო“
- ტიმურ ყულიბაევი - 32,3%;
- დინარა ყულიბაევა - 32,3%.
„იშ ბანკი საქართველო“
- თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 37,52%;
- თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28,09%.
„ტერა ბანკი“
- შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი - 45%;
- შეიხი ჰამდან ბინ ზაიედ ალნეჰაიენი - 20%;
- შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი - 15%;
- შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი - 15%;
- შ.პ.ს. "ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ"- 5%.
„ლიბერთი ბანკი“
- ირაკლი ოთარ რუხაძე - 30,662%;
- ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30,662%;
- იგორ ალექსეევი - 30,662%.
„პაშა ბანკი“
- არიფ პაშაევი - 19%;
- არზუ ალიევა - 37,50%;
- ლეილა ალიევა - 37,50%;
- მირ ჯამალ პაშაევი - 6%.
„პროკრედიტ ბანკი“
- Zeitinger Invest GmbH - 17%;
- KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau – 13,2%;
- DOEN Participaties BV – 12,5%;
- IFC - International Finance Corporation - 10%;
- TIAA-Teachers Insurance and Annuity Association – 8,6%.
„თიბისი ბანკი“
- მამუკა ხაზარაძე - 8,62%;
- ბადრი ჯაფარიძე - 5,99%;
- European Bank for Reconstruction and Development - 8,03%;
- JPMorgan Asset Management – 5,52%;
- Schroder Investment Management – 4,34%;
- Dunross & Co. - 7,05%.
„ვითიბი ბანკი ჯორჯია“
- რუსეთის ფედერაცია - 59,34%;
„ზირაათ ბანკი საქართველო“
- თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი - 100%.