აშშ-ის კონგრესში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად.
გასული თვეების განმავლობაში სამსახურის გარეშე დარჩილი მილიონობით ამერიკელი ყოველი კვირის ბოლოს 600 დოლარს იღებდა.
„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ სოციალური დახმარების ახალი პაკეტის შემუშავების შემდეგ გაცემული დახმარების ოდენობა უნდა შემცირდეს, რასაც „დემოკრატები“ არ ეთანხმებიან. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის დონემ 10.2%-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.