აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთელ რიგ სააღსრულებო განკარგულებებს, რომელთა მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ამერიკელების დახმარებაა.
განკარგულებებით გათვალისწინებულია დამატებით 400 დოლარის ოდენობით ყოველკვირეული დახმარება უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის და საშემოსავლო მოსაკრებლის შეჩერება, ასევე ჩერდება ფედერალურ დაფინანსებაზე მყოფი საცხოვრებლებიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი და ფედერალური დაფინანსების ქვეშ არსებულ სტუდენტურ სესხებზე კი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი ვრცელდება.
პრეზიდენტსა და კონგრესის „დემოკრატ“ კანონმდებლებს შორის ფინანსური შეღავათების პაკეტთან დაკავშირებით ბოლო დროს შეთანხმება ვერ შედგა.