2020 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 4.9%-ით შემცირდა და 662.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, წმინდა ფულადი გზავნილები გაიზარდა:
- იტალიიდან 14.5 პროცენტით ანუ 15.9 მლნ აშშ დოლარით და 126.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
- აშშ-დან - 3.3 პროცენტით ანუ 2.7 მლნ აშშ დოლარით და 86.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- საბერძნეთიდან - 3.5 პროცენტით ანუ 3.1 მლნ აშშ დოლარით და 92.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ხოლო შემცირდა:
- რუსეთიდან 31.5 პროცენტით ანუ 50.9 მლნ აშშ დოლარით და 110.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
- ისრაელიდან - 9.1 პროცენტით ანუ 7 მლნ აშშ დოლარით და 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.