British Airways-ი პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways-ი პანდმიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას გეგმავს. როგორც ტელეკომპანია Sky News-ი იუწყება, საუბარია 42- ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე.

British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა, რომ მან 6 ათას თანამშრომელთან მიაღწია შეთანხმებას, რომლებიც ნებაყოფლობით დათანხმდნენ გათავისუფლებას. პროფკავშირების გაერთიანება Unite-ში ელოდებიან, რომ კომპანია დამატებით 4 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს, ხოლო ისინი, რომლებიც შეინარჩუნებენ შტატებს, ინფორმირებულნი იქნებიან ახალი შრომითი ხელშეკრულებების შესახებ. თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ახალ პირობებში საუბარი არა იმდენად ხელფასების შემცირებაზე იქნება, არამედ იმაზე, რომ გაშვებული თანამშრომლების უმეტესობისთვის წარდგენილი იქნება პირობა სამომავლოდ სამსახურში აღდგენაზე.

Unite-ის ინფორმაციით, გათავისუფლებული 4 ათასი თანამშრომლიდან უმტესობა არის ბორტგამცილებელი.

ცნობისთის, ამ კვირას საავიაციო ჰოლდინგმა IAG, რომლის შემადგენლობაში შედიან ბრიტანული BA და ესპანური Iberia, 2020 წლის მეორე კვარტალში 2 მილიარდი ევროს ზარალის შესახებ გვამცნო. ავიაკომპანიაში ფიქრობენ, რომ დარგის გამოცოცხლება პანდემიის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი.

კოკა კვირკველია