2020 წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ს მოგება ოთხჯერ შემცირდა

ნავთობის მოპოვებისა და მარაგების მიხედვით მსოფლიოში უმსხვილესი სანავთობო კომპანიის Saudi Aramco-ს სუფთა მოგებამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 24,7 მილიარდი დოლარი იყო.

მაჩვენებლის ვარდნა განაპირობა კორონავირუსის პანდემიამ და საფასო კონიუნქტურის გაუარესებამ. მიუხედავად ამისა, გაიზარდა აქციონერების დივიდენდები 13,4 მილიარდიდან პირველ კვარტალში 18,75 მილიარდამდე მეორე კვარტალში.

სუფთა ფულადმა დინებამ მეორე კვარტალში 6,1 მილიარდი შეადგინა, რაც სამჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. კომპანია საანგარიშო პერიოდში დღეღამეში 12,7 მილიარდ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.

კოკა კვირკველია