საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 31 ივლისის მონაცემებით, ქვეყნის სარეზერვო აქტივები 3,840 მლრდ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქედან უცხოური ვალუტის რეზერვი 3,643 მლრდ დოლარია, 200 SDR-ს აჭარბებს სესხების სპეციალური უფლებები.
საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა მარტიდან დაიწყო. 1-ლი აპრილის მდგომარეობით რეზერების მოცულობა შეადგენდა 3,399 მლრდ დოლარს, აპრილში - 3,476 მლრდს, მაისში - 3,593 მლრდს, ივნისში კი 3,616 მლრდ დოლარს.