ამერიკულმა კომპანიამ Twitter-მა TikTok-თან შესაძლო გაერთიანებაზე წინასწარი მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal იუწყება.
გაზეთის წყაროს ცნობით, Twitter-ი დაინტერესებულია სოციალური ქსელის მხოლოდ ამერიკული სეგმენტით. მისმა საბაზრო ღირებულებამ კი შესაძლოა, შეადგინოს ათობით მილიარდი დოლარი, ეს კი აჩენს კითხვას - როგორ შეძლებს ამერიკული კომპანია მის დაფინანსებას. Twitter-ის საბაზრო ღირებულება 29 მილიარდი დოლარია, ხოლო ამ ქსელის შეძენაში მისი კონკურენტი Microsoft-ის საბაზრო ღირებულება 1,6 ტრილიონი დოლარი.
გაზეთს არ აქვს მონაცემები, შეძლებს კი Twitter კონკურენტებთან გამკლავებას და საქმის ბოლომდე მიყვანას. მას ძალიან ძლიერი პარტნიორი დასჭირდება, რათა შეიძინოს ამ ქსელის ამერიკული ნაწილი.