უორენ ბაფეტის ჰოლდინგის შემოსავალი 6,8 მილიარდი დოლარით შემცირდა

ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის შემოსავლები, რომელიც ეკუთვნის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს უორენ ბაფეტს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 56,84 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში 63,58 მილიარდს შეადგენდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში კომპანიის ოპერაციული შემოსავლები გასული წლის 6,14 მილიარდი დოლარიდან შემცირდა 5,51 მილიარდამდე. კომპანიის სუფთა მოგება კი პირიქით გაიზარდა 14,173 მილიარდიდან 26,407 მილიარდ დოლარამდე.

უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway წლიდან წლამდე კონგლომერატად გადაიქცა, რომელშიც 80 კომპანია შედის. ისინი საქმიანობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა დაზღვევა, ინვესტირება, ავეჯის წარმოება და რეალიზაცია, საიუველირო საქმიანობა, ტანსაცმელი და სურსათი. ნევადელმა ბიზნესმენმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს 2008 წელს ულიდერა, ახლა კი ის მეოთხე ადგილზეა პლანეტის უმდიდრესთა შორის 76,9 მილიარდი დოლარის კაპიტალით.

კოკა კვირკველია