ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა არ არის მეორე ტალღა.
ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, შემოდგომაზე, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, საქართველოც გამწვავებას ელოდება.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს პროცესი, ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით, მაგრამ ის მოლოდინი, რომლებზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი, ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე. კვლავ ვადასტურებ, რომ რა თქმა უნდა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს, სწორედ აქედან გამომდინარეა მაქსიმალური ოპერატიული ჩართულობა და მოსახლეობის ინფორმირებულობა“,-განაცხადა ტიკარაძემ.