ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, 76 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს ლიბანის მცხოვრებთა დასახმარებლად, რომლებიც ბეირუთის საზღვაო პორტში აფეთქების შედეგად დაზარალდნენ.
ამ დროისთვის ორგანიზაცია ქვეყანაში 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების დამცავ საშუალებებს გზავნის. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 აგვისტოს მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა ლიბიაში ქირურგიული ოპერაციებისა და მკურნალობისთვის საჭირო მასალები.
მისი თქმით, ორგანიზაციამ ფინანსური სახსრები საგანგებო ფონდიდან გამოყო.
7 აგვისტოს ორგანიზაციამ მსოფლიო თანამეგობრობას 15 მილიონი დოლარის გამოყოფა სთხოვა ლიბანის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროში საჩქარო წესით დასახმარებლად.