ტიმ კუკის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს

ამერიკული კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის, აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg, რომელსაც მოჰყავს მილიარდერების ინდექსის მონაცემი.

Bloomberg არ ავრცელებს ზუსტ ციფრს, თუ რა ქონებას ფლობს ტიმ კუკი და არც იმას, თუ რამდენ აქციას ფლობს ის კომპანიაში, რომელსაც ხელმძღვანლობს. ამასთან სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კუკის ქონებამ მილიარდს მას შემდეგ გადააჭარბა, რაც Apple-ის აქციებზე ფასი გაიზარდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის განმავლობაში კომპანიის აქციები 5%-ით გაიზარდა. ამჟამად მისი კაპიტალიზაცია შეადგენს 1,9 ტრილიონ დოლარს.

კუკის ქონების შეფასება ღია წყაროების მიხედვით მოხდა, თუმცა არაა გამორიცხული, ის რეალურად უფრო ნაკლები იყოს, ვინაიდან ის ხშირად წირავს თანხებს ქველმოქმედებას და ამას ანონიმურად აკეთებს.

კოკა კვირკველია