შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის მე-2 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 11 პირს ამოეწურა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 2-2 პირს ქულები თბილისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოეწურათ; მას მოსდევს - აჭარა, გურია და ქვემო ქართლი, სადაც 1-1 პირს ამოეწურა ქულები.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.