საქართველოსთვის ფეიხოა შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საექსპორტო კულტურა გახდეს

რეგიონის მასშტაბით, ფეიხოას სეზონი საქართველოში ყველაზე ადრე იწყება. აღნიშნული კულტურა განსაკუთრებით პოპულარული სამეგრელოს რეგიონშია, სადაც დღეს თითქმის ყველა ოჯახს ეზოში ფეიხოას რამდენიმე ძირი მაინც აქვს.

საქართველოში ფეიხოაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს არის იოდის წყარო, მსოფლიოში კი, მსგავსი კულტურები არც თუ ისე ბევრია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით east fruit-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ზვიად ბობოყაშვილს და Fao-ს საერთაშორიოს კონსულტანტს კატერინა პობერეჟნოს ესაუბრა, რომლებმაც ფეიხოას კულტურაზე სპეციალური პრეზენტაცია მოამზადეს.

საქართველოში ფეიხოა აჭარასა და აფხაზეთის რეგიონებში მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ზვიად ბობოყაშვილის ინფორმაციით, 1940 წლისთვის ფეიხოა დაახლოებით 160 ჰექტარზე იყო გაშენებული, ამ დროისთვის კი, 360- 400 ჰექტარამადე გაიზარდა. ფეიხოას ტერიტორიები ძირითადად დასავლეთ საქართველში მდებარეობს, თუმცა ზოგიერთი სახეობა აღმოსავლეთშიც გვხდება. ამასთან, პროდუქტის სარეალიზაციო წარმოება ძალიან მცირეა, ის ძირითადად კერძო ბაღებში მოჰყავთ. თუმცა, სამეგრელოში პირველი იუნდუსტრიული პლანტაციები უკვე გამოჩნდა.

ფეიხოას ასევე კარგი პერსპექტივები აქვს ორგანულ სეგმენტში. იქიდან გამომდინარე, რომ საქრთველოში ამ მცენარეს მავნებლები თითქმის არ ეტანებიან, მისი ორგანულად გაზრდა კიდევ უფრო ზრდის ხილის ღირებულებას იმ ქვეყნებში, სადაც ორგანული ხილი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

East fruit-ის ანალიტიკოსების აზრით, საქართველო აქტიურად იწყებს ფეიხოას ექსპორტის ზრდას. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ქართული ფეიხოას ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 400 ტონას მიაღწია. ამ პერიოდში, ქვეყნისთვის მთავარი ბაზარი უკრაინა იყო, სადაც 235 ტონა პროდუქტი გაიგზავნა. ასევე დიდი მოცულობის მყიდველი იყო სომხეთი, ბოლო დროს კი, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, ბელორუსსა და სლოვენიაშიც.

ექსპერტების აზრით, თუ საქართველოში ფეიხოას მონაცემების გაუმჯობესება მოხდება, რათა ტრანსპორტირებას უკეთ გაუძლოს, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტით საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფეიხოას წარმოება კომერციული მიზნებისთვის ზოგადად მსოფლიოშიც იშვიათია. მისი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი ახალი ზელანდიაა. ასევე, ფეიხოას შედარებით მცირე რაოდენობით აწარმოებენ ავსტრიაში, აშშ-ში, სიცილიასა და პორტუგალიაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფეიხოაზე განსაკუთრეული მოთხოვნა, ევროპასა და შეერთებულ შტატებშია. ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ქართველი ფერმერები უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ კულტურის მოყვანას. მათი თქმით, ფეიხოას წარმოების ზრდით, შემნახავი, გაგრილებისა და გადამამუშავებელი სისტემების მოწყობით, შესაძლოა, ფეიხოა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტი გახდეს.

ფეიხოა არის სუბტროპიკული კულტურა, რომელიც უფრო მეტადაა ადაპტრირებული საქართველოს კლიმატურ პირობებთან ვიდრე, ციტრუსები. მას შედარებით ხანგრძლივი ზრდა ახასიათებს. კერძოდ, მწვანდება 4-5-ე წელს, ხოლო ნაყოფს იძლევა 8-10 წელში. ბუჩქის საშუალო მოსავლიანობა 15-18 კგ-ს შეადგენს. თუმცა, არსებობს ჯიშები, რომელიც 22-30 კგ მოსავალსაც იძლევა. ერთ ჰექტარზე საშულო მოსავლიანობა კი 15-20 ტონას შეადგენს.

ფეიხოა შედარებით ნაკლებ მგრძნობიარეა მავნებლების მიმართ. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია მისი ბიო წარმოება. აღნიშნული კულტურა მდიდარია ვიტამინებით და შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით იოდს, რის გამოც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ფეიხოას ასევე იყენებენ, მურაბების, კომპოტების, ლიმონათის და სხვა პროდუქტების მოსამზადებლად.

რაც შეეხება თავად მცენარეს, ყვავილობისა და ლამაზი ფოთლების გამო ხშირად გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვისაც.

ნინი ქეთელაური