ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, ზრდამ დაახლოებით 16,4% შეადგინა. როგორც Reuters-ი წერს, მსოფლიოს უმსხვილესი ავტობაზარი კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე მე-4 თვეა იზრდება.
ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 2.11 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, მთლიანად 2020 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები შემცირდა 12,7% -ით და შეადგინა 12,37 მილიონი ავტომობილი“, - აღნიშნულია ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასოციაცია წელს მანქანების გაყიდვების დაახლოებით 10%-ით შემცირებას ელოდება, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში 20%-იან შემცირებას პროგნოზირებს.