გლობალურ ვაქცინაციას სულ მცირე, 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა. გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო. ეს დიდი თანხაა, მაგრამ არაფერია იმ 10 ტრილიონთან შედარებით, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა უკვე დახარჯეს პანდემიასთან ბრძოლაზე“, - განაცხადა მან.
ჯანმო- ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური ვაქცინაცია მსოფლიოში თანაბრად უნდა მოხდეს და ცალკეული ქვეყნებს პრიორიტეტი არ უნდა მიენიჭოთ.