ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს 128 მილიონი ევრო 23 ინოვაციური პროექტის დაფინანსებისთვის, რომლებიც მიმართულია კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია ავრცელებს.
„ევროკომისია მხარს დაუჭერს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო 23 სამეცნიერო პროექტს და მათ გამოუყოფს 128 მილიონ ევროს. აღნიშნული სახსრები არის ნაწილი 1,4 მილიარდი ევროდან, რომელიც ევროკომისიამ გაიღო კორონავირუსის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამ პროექტებში ჩართულია 347 მკვლევარი 40 სახელმწიფოდან, მათ შორის არის 34 მეცნიერი ევროკავშირის 16 ქვეყნიდან. აღნიშნული პროექტები მიმართულია სადიაგნოსტიკო მოწყობილობების, სამკურნალო პრეპარატებისა და ვაქცინების შესაქმნელად. ასევე მეტად ეფექტური მასიური გამოყენებისთვის მზა და ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებელი ციფრული მექანიზმების დასანერგად.