Airbnb-ი აქციების პირველად განთავსებას გეგმავს

კომპანია Airbnb-ი, რომელიც გახლავთ სახლის გაქირავების იმავე სახელწოდების ონლაინ-სერვისი - წლის ბოლომდე გეგმავს აქციების პირველად განთავსებას (IPO) ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Airbnb-ი საკუთარი გეგმების შესახებ ამ თვის ბოლომდე აუწყებს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალურ კომისიას. IPO-ს ორგანიზებას გაუწევენ ბანკები Goldman Sachs და Morgan Stanley.

როგორც გამოცემა წერს, Airbnb-ის ღირებულება ცოტა ხნის წინ 18 მილიარდ დოლარად შეფასდა. არადა კორონავირუსის პანდემიამდე ის 31 მილიარდად იყო შეფასებული. კომპანიამ გასულ წელს 4,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კოკა კვირკველია