რუსეთის მშპ მეორე კვარტალში 8,5%-ით შემცირდა

2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მშპ 8,5%-ით შემცირდა. ამiს შესახებ ინფორმაციას „როსსტატი“ ავრცელებს.

მანამდე კი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა პროგნოზი, ქვეყნის მშპ-ს წლიურ გამოხატულებაში 9,6%-ის ფარგლებში კლებაზე.

„როსსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთის ეკონომიკა 1,9%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

კოკა კვირკველია