2020 წლის იანვარ-ივნისში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 35,1%-ით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნიდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 184,057 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 283,453 მლნ დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც 2020 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:
- აზერბაიჯანი - 10 257 ერთეული (114,120 მლნ დოლარი);
- უკრაინა - 275 ერთეული (28,353 მლნ დოლარი);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 147 ერთეული (8,900 მლნ დოლარი);
- რუსეთი - 1 143 ერთეული (6,262 მლნ დოლარი);
- ბელგია - 89 ერთეული (4,700 მლნ დოლარი);
- ტაჯიკეთი - 460 ერთეული (3,286 მლნ დოლარი);
- ყირგიზეთი - 351 ერთეული (3,180 მლნ დოლარი);
- სომხეთი - 528 ერთეული (3,145 მლნ დოლარი);
- თურქეთი - 70 ერთეული (2,533 მლნ დოლარი);
- ყაზახეთი - 177 ერთეული (2,242 მლნ დოლარი).