ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რესტლერი დუეინ ჯონსონი, ზედმეტსახელად „კლდე“ - კვლავ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგს, რომელსაც Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ბოლო 12 თვეში მსახიობმა 87,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ეს 1,9 მილიონით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. როგორც გამოცემა წერს, მხოლოდ სერიალში Red Notice მონაწილეობისთვის, რომელიც Netflix-ზე შემოდგომაზე გამოჩნდება, დუიენმა 23,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, მსახიობს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა ასევე სასპონსორო კონტრაქტმა ამერიკულ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან Under Armour.
რეიტინგში მეორე ადგილზეა კანადელი რაიან რეინოლდსი, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 71,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო სერიალებიდან Red Notice და 6 Underground. ხოლო მესამეზეა მარკ უოლბერგი 60 მილიონით. ის გადაიღეს სერიალში Spenser Confidential და იყო პროდიუსერი დოკუმენტური მინისერიალის McMillions.
მათ შემდეგ რეიტინგში მოდიან: ბენ აფლეკი - 55 მლნ, ვინ დიზელი - 54 მლნ, ბოლივუდის ვარსკვლავი აკშაი კუმარი - 48,5 მილიონით და ბროდვეის მიუზიკლების შემქმნელი ლინ-მანუელ მირანდა - 45,5 მილიონით. პირველი ათეულის ბოლო პოზიციებზე არიან უილ სმიტი - 44,5 მილიონით, ადამ სენდლერი - 41 მილიონით და ჯეკი ჩანი - 40 მილიონით.