ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ 2900-მდე სასტუმრო შეამოწმა, საიდანაც მუშაობის ნებართვა მისცა 1461-ს.
მისივე თქმით, უწყებამ 300-მდე ფიტნეს დარბაზის მონიტორინგი განახორციელა და მუშაობის უფლება გასცა 166-ზე.
რაც შეეხება საცურაო აუზებს, ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ შემოწმებული 140 ღია და დახურული ტიპის აუზიდან მუშაობის ნებართვა მიანიჭა 93-ს.
„როდესაც ობიექტებს ვანიჭებთ მუშაობის უფლებამოსილებას, შემდეგ ჩვენ ვახორციელებთ ინსპექტირებას.
გეგმური ინსპექტირება 150 ობიექტზე განხორციელდა. სანქცირება გამოყენებული იქნა 61-ზე. სანქცირება ხორციელდება ისეთი ობიექტების მიმართ, სადაც არ ხდება დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, თერმოსკრინინგი”,- განაცხადა ფერაძემ.