ონლაინ-შეხვედრების შემდეგ გლობალური მოძრაობა Fuckup Nights ბათუმში დაბრუნდა. მის მონაწილეებს ახლა უკვე ზღვისპირეთში, გონიოს ციხეში აქვთ შესაძლებლობა, ცნობილი და თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანებისგან მარცხის ისტორიები მოისმინონ, შეხვდნენ ანტრეპრენერებს, გაცვალონ იდეები და უბრალოდ, საღამო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ.
„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი ჰაიკ ასრიანცი აღნიშნავს, რომ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმს ინოვაციებისა და ანტრეპრენერების ეკოსისტემის განვითარების შესანიშნავი პოტენციალი აქვს, Fuckup Nights-ს კი ამ პროცესში წვლილის შეტანა შეუძლია.
„აქ მცხოვრები ადამიანები არიან კრეატიულები, ნიჭიერები, მაგრამ წინ ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი ხვდებათ, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ გავგზავნოთ პოზიტიური მესიჯები, ადამიანები დავაკავშიროთ ერთმანეთთან, მივცეთ მათ შთაგონება და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები“, - აღნიშნავს „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი.
მოწვეული სპიკერების გამო, Fuckup Nights-ის ღონისძიება განსხვავებული და უნიკალურია. მონაწილეები ყოველ ჯერზე ისმენენ ახალ ისტორიებს, ხვდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ხალხს და მათთან ცვლიან იდეებს. ეს პროცესი კი განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო გახდება ზღვისპირეთში, გონიოს ულამაზეს ციხეში.
„Fuckup Nights Tbilisi იზრდება. ჩვენს ღონისძიებას ჰყავს ერთგული მონაწილეები, რომელთაც ის ძალიან უყვართ და ჩვენც გვიყვარს ისინი! პანდემიის პერიოდში ჩვეულებრივი შეხვედრებიდან ონლაინ შეხვედრებზე გადავედით და 3 ღონისძიება ჩავატარეთ, რისი მეშვეობითაც უცხოეთში მცხოვრებ სპიკერებს მასში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, პირისპირ შეხვედრის ხიბლს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ამიტომ ბათუმით ვუბრუნდებით ჩვეულ ფორმატს“, - განმარტა ჰაიკ ასრიანცმა.
Fuckup Nights Batumi vol.1 ორგანიზებულია „თბილისის სტარტაპ-ბიუროსა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:
ღონისძიება 14 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Fuckup Nights Batumi vol.1-ზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია. ღონისძიების პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCA,
Bolt, Wolt და ლუდი ქარვა • Karva.
რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული წარუმატებლობის ამბებს გიყვებათ. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და მისი უდიდესი ქალაქები, თბილისი და ბათუმი.
„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ Fuckup Nights-ს უკვე 2 წელია თბილისში მართავს.
დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე