გიორგი გახარია - იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.