Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით მოსალოდნელ საშიშროებაზე წერს - ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ანჰუის პროვინციაში, გაყინულ კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევა, რომ ვირუსი გაყინულ პროდუქტებში აღმოჩენილიყო, ჯერ არ დაფიქსირებულა.
გაყინული კრევეტები ქალაქში მდებარე რესტორანმა Wuhu - მ შეიძინა. COVID-19-ის ახალი სახეობა კი მათ ერთ-ერთი რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთში შეზღუდვები მოიხსნა, საკვებ ობიექტებს დაეკისრათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი შეძენილი საკვები ლაბორატორიულად შემოწმდეს.
საგანგაშო ამბავი აღმოსავლეთ შანდონგის პროვინციის საპორტო ქალაქში იმპორტირებული პროდუქტების ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ცნობილია, რომ კრევეტები ეკვადორიდან შემოიტანეს, სხვა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობით კრევეტებს ყიდულობს საქართველო და რომელ ქვეყნებში. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული იქნება 168,8 ათასი დოლარის ღირებულების გაყინული კრევეტები, სულ 19,3 ტონა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი იყო ინდოეთი, სადაც საქართველომ 89,6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა.
გთავაზობთ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში კრევეტების იმპორტი ხდება: