2020 ფინანსური წლის პირველი ათი თვის განმავლობაში აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 2,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, 2019 ფინანსურ წელს დეფიციტმა 984 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში დეფიციტი გაიზარდა 63 მილიარდით, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ივნისის მაჩვენებელზე, როცა დეფიციტმა 864 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია, ამერიკის ფედერალურმა ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის 3 ტრილიონი დოლარი ჩადო.
გასულ კვირას თეთრი სახლის წარმომადგენლები და დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ მასტიმულირებელ ახალ ზომებზე. კონგრესმენმა დემოკრატებმა მაისში მოიწონეს ამ მიზნებისთვის 3 ტრილიონის გამოყოფის პაკეტი, თუმცა სენატორმა რესპუბლიკელებმა წარმოადგინეს 1-ტრილიონიანი პაკეტი. უკვე ოთხშაბათს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ განიხილავენ დამატებით პაკეტის შემოღებას პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის, თუ დემოკრატები დათანხმდებიან რესპუბლიკელების პირობებს.