ავსტრალიაში უმუშევართა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია

ავსტრალიაში ივლისში უმუშევართა რაოდენობა 0,1%-ით გაიზარდა და 7,5% შეადგინა. რაოდენობრივად კი უმუშევართა რაოდენობა 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

„ივლიში უმუშევრობა გაიზარდა 7,5%-მდე, ხოლო უმუშევართა რიცხვი გაიზარდა 16 ათასით. პირველად ერთ მილიონამდე ავსტრალიელი დარჩა უმუშევარი, ისინი დარეგისტრირებულნი არიან როგორც სამსახურის აქტიურად მაძიებელნი“, - აცხადებენ ბიუროში.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში სამსახური 114 700-მა ადამიანმა იპოვა, უმუშევრობა მაინც გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში ამჯერად ნახევარი მილიონით ნაკლებია, ვიდრე მარტში.

სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ უმუშევრობა გაიზრდება აგვისტოშიც, როცა ბაზარი მოახდენს რეაგირებას კორონავირუსის მეორე ტალღაზე, შემდეგ კი ოქტომბერშიც, როცა დასრულდება სამსახურდაკარგულთა შემწეობის გაცემის პროგრამა.

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პროგნოზით, ქვეყანაში უმუშევრობა 2020 წლის ბოლომდე 10%-ს მიაღწევს და 7%-ზე ნაკლები იქნება მომდევნო ორი წელი.

კოკა კვირკველია