ერთ თვეში თბილისში ბინების ფასი 12%-ით შემცირდა. კერძოდ, როგორც Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ თბილისის საცხოვრებელი ბაზრის კვლევაშია აღნიშნული, დედაქალაქში ივლისში ბინების საშუალო ფასმა (კვადრატულის ღირებულებამ) 598 აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეში - 681 აშშ დოლარი იყო.
ამასთან, ამავე ანგარიშის მიხედვით, ივლისში, ივნისთან შედარებით, ბინების გაყიდვები 19%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება გასულ თვეებში ბინების საშულო ღირებულებას, ასე გამოიყურება:
- იანვარი - 694 აშშ დოლარი
- თებერვალი - 684 აშშ დოლარი
- მარტი - 708 აშშ დოლარი
- აპრილი - 580 აშშ დოარი
- მაისი - 693 აშშ დოლარი
- ივნისი - 681 აშშ დოლარი
- ივლისი - 598 აშშ დოლარი