საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, სავალუტო აუქციონი დღეს გაიმართა.
„2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.