„საქართველოს ბანკი” აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკისა და შპს „ნათს ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური, მაღალმოსავლიანი 8,600 ნერგი დარგო.
„შპს „ნათს ჯორჯია“ 1 ჰა-დან საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარია.
„საქართველოს ბანკი“ აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს „ნათს ჯორჯიასთან“ ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე 7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.