პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტოს ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
ხოლო 15 აგვისტოს, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა. ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“,- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.