უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზებაზე კანონი ძალაში შევიდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზებაზე კანონი ძალაში შევიდა. აკრძალვა ქვეყანაში 2009 წლიდან მოქმედებდა. ახალი კანონის სრული ტექსტი მის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

ახალი კანონის დიდი ნაწილი, როგორც ტექსტშია აღნიშნული, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. თუმცა განახლებული მოთხოვნები ლატარეის ბიზნესისადმი ძალაში შევა 1 წელიწადში, მას შემდეგ, რაც მისთვის შემოიღებენ ტექნიკურ რეგლამენტს. ხოლო იმ კომპანიის შესახებ კანონი, რომელმაც უნდა მოახდინოს სათამაშო მოწყობილობების სერტიფიცირება, ძალაში 2021 წლის 1-ელ იანვარს.

კანონის თანახმად, მუშაობის უფლება ეძლევათ კაზინოებსა და ონლაინ კაზინოებს, ასევე ნებადართული ხდება ფსონების დადება ლატარიის გამართვა და ინტერნეტში პოკერის თამაში. რაც შეეხება სათამაშო მოწყობილობებს, ისინი უნდა განთავსდეს მხოლოდ სასტუმროებში. მოთამაშეთა მინიმალური ასაკი კი 21 წლით განისაზღვრა.

ბიზნესის ამ სფეროს გააკონტროლებს სამთავრობო კომისია, ულიცენზიო აზარტული თამაშების ორგანიზება კი სისხლის სამართლით გახდება დასჯადი.

კანონს შემოჰყავს ციფრული სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს მისი გაკონტროლების საშუალებას, უშუალოდ აპარატებიდან მიღებული ინფორმაციით. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული თანხა კი მოხმარდება მედიცინის, სპორტისა და კულტურის დაფინანსებას.

კოკა კვირკველია