Mercedes-Benz დიზელის სკანდალის გამო აშშ-ის ხელისუფლებას 1,9 მლრდ ევროს გადაუხდის

გერმანულმა ავტოკონცერნმა Daimler-მა აშშ-ის ხელისუფლებასთან დიზელის სკანდალის „მშვიდობიანი შეთანხმების“ ფარგლებში 1,9 მილიარდი ევროს (2,2 მილიარდი დოლარის) გადახდაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

გათვლილია, რომ ხელისუფლება მიიღებს 1,27 მილიარდ ევროს, ხოლო კოლექტიური სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კომპანია გადაიხდის 592 მილიონ ევროს.

შეგახსენებთ, დიზელის სკანდალი, რომლის ცენტრშიც თავიდან მოყვა Volkswagen-ი, 2015 წელს დაიწყო. გაირკვა, რომ კონცერნის ავტმობილებში გამოიყენებოდა სპეციალური ჩიპები, რომლებიც აყალბებდნენ გამონაბოლქვის რეალურ მონაცემებს და სინამდვილეში დაშვებულ ნორმაზე სულ ცოტა ორჯერ მეტად აბინძურებდნენ გარემოს.

ცნობისთის, 2019 წლის სექტემებრში გერმანიის ხელისუფლებამ დააკისრა ჯარიმა Daimler-ს 870 მილიონი ევროს ოდენობით, ამის მიზეზი კი იყო 2008 წლიდან კომპანიის მხრიდან გაცემული სერტიფიკატები ავტომობილებზე, რომლებიც რეალობაში არ შეესაბამებოდნენ ეკოლოგიურ ნორმებს.

კოკა კვირკველია