ამერიკული კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გააკრიტიკა მისი კონკურენტი კომპანია United Launch Alliance (ULA) ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის უაზროდ ფლანგვის გამო. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„ეფექტურია რაკეტები, რომლებიც გამოიყენება მრავალჯერადად - ესაა ის, რასაც აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა პლანეტებზე სიცოცხლის ხელშეწყობისთვის და კოსმოსური სიმძლავრისთვის. ULA სრულიად უაზროდ ხარჯავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს, იმიტომ, რომ მისი რაკეტები არაა მრავალჯერადი გამოყენების“, - განაცხადა მან.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 7 აგვისტოს გამოაცხადა SpaceX-თან 316 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კოსმოსური აპარატების გაშვებას ამერიკელი სამხედროებისთვის 2022-2027 წლებში. მეორე კონტრაქტი, 337 მილიონის ღირებულების კი გააფორმა United Launch Alliance-თან, რომელმაც ამავე პერიოდში უნდა გაუშვას აპარატები. გაშვებების რაოდენობაზე შეთანხმება მოხდება ყოველწლიური შეთანხმების საფუძველზე.
ULA 2006 წელს დაარსდა. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ სენტენიალში, კოლორადოს შტატში. კომპანია არის ერთობლივი საწარმო ავიასამშენებლო კომპანიებისთვის Boeing და Lockheed Martin.