აშშ-ში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს ფედერალურ ორგანოებთან მომუშავე კომპანიებში ისეთი ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოყენებას როგორებიცაა: Huawei, ZTE, Hikvision, Dahua Technology და Dahua Technology, ასევე მათი შვილობილი კომპანიების.
ამიერიდან ნებისმიერი უწყება, რომელიც სარგებლობს რომელიმე ამ კომპანიის მომსახურებითა და მოწყობილობებით, საკუთარ პროდუქციას თუ მომსახურებას ვერ მიაწვდის ამერიკის სახელმწიფო ორგანოებს. თუმცა დაშვებულია გამონაკლისებიც, რომელსაც უშვებს ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც შესაბამის კომპანიებთან საგამონაკლისო სახით იძლევა უფლებას კონტრაქტის გაფორმების.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო ორგანოები ყოველწლიურად აფორმებენ სულ ცოტა 500 მილიარდის კონტრაქტს კერძო კომპანიებთან.