2020 წლის 3 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 15,9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორინგშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 18,3 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება კონკრეტული უწყებების მიერ გაღებულ სამივლენებო ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დახარჯეს.
კერძოდ, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- თავდაცვის სამინისტრო - 1.2 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 890,049 ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 760,496 ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია - 613,003 ლარი
- საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 541,793 ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 483,722 ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 361,980 ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 326,805 ლარი
- ფინანსთა სამინისტრო - 268,446 ლარი
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 251,545 ლარი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 223,255 ლარი
- იუსტიციის სამინისტრო - 109,747 ლარი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 69,375 ლარი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 22,651 ლარი