ევროკომისიამ ამერიკულ კომპანია Johnson&Johnson-თან კორონავირუსის მომავალი ვაქცინის შეკვეთაზე მოლაპარაკება დაასრულა. საქმე ეხება ვაქცინის 400 მილიონი დოზის შეძენას. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია ავრცელებს.
„ევროკომისიამ დაასრულა მოლაპარაკებები Johnson&Johnson-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე, როდესაც კომპანიის მიერ მასზე მუშაობა დასრულდება. კონტრაქტი ითვალისწინებს ვაქცინის გამოყენებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რაც გულისხმობს ვაქცინის მიწოდებას იმ ტიპის ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შეძენისთვის ფინანსები. როგორც კი დადასტურდება უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ვაქცინის ევროკომისია მიიღებს 200 მილიონ დოზას, დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობით“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ სხვა კომპანიებთანაც კონტრაქტის გაფორმებას, რათა უზრუნველყონ ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინების სხვადასხვა პაკეტით.