ივლისში ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის კვლევის მიხედვით, ივლისში ბათუმში 1 092 ბინა გაიყიდა, ივნისში კი მხოლოდ 528 ბინა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2020 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია კვლავ შემცირებულია. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ბათუმში 1 255 ბინის რეალიზება მოხდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობით ბინა ბათუმში 2018 წლის თებერვალში გაიყიდა - სულ 1 350 ერთეული უძრავი ქონება, ყველაზე მცირე რაოდენობით კი 2020 წლის აპრილში - 50 ბინა.