2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,594 მლრდ დოლარს ანუ 20,257 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,490 მლრდ ლარით მეტია.
კერძოდ, 2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 18,766 მლრდ ლარს შეადგენდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 4,363 მლრდ ლარი
- მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 2,851 მლრდ ლარი
- რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) 2,494 მლრდ ლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,884 მლრდ ლარი
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 99,699 მლნ ლარი
- ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,253 მლნ ლარი;
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 444,751 მლნ ლარი;
- ევროგაერთიანება (EU) – 137,127 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 108,096 მლნ ლარი;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 638, 099 მლნ ლარი;
- სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,608 მლნლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ივლისის მდგომარეობით, 1,715 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია - 1,515 მლრდ ლარი; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 664,896 მლნ ლარით. (ბოლო თვეების მონაცემებით ეს სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა - გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი).
სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
- სომხეთი - 19,434 მლნ ლარი;
- აზერბაიჯანი - 18,759 მლნ ლარი;
- ავსტრია - 58,475 მლნ ლარი;
- ჩინეთი - 2,632 მლნ ლარი;
- ირანი - 14,173 მლნ ლარი;
- ყაზახეთი - 33,940 მლნ ლარი;
- კუვეიტი - 24,202 მლნ ლარი;
- ნიდერლანდები - 1,544 მლნ ლარი;
- რუსეთი - 141,367 მლნ ლარი;
- თურქეთი - 36,188 მლნ ლარი;
- თურქმენეთი - 648 ათასი ლარი;
- უკრაინა - 212 ათასი ლარი;
- ამერიკა - 53,630 მლნ ლარი;
- უზბეკეთი - 232 ათასი ლარი.