Pairi Daiza- ზოოპარკი და სასტუმრო ერთ სივრცეში, სადაც ღამის გათევა ცხოველებთან ერთად შეგიძლიათ

Pairi Daiza მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზოოპარკია, რომელიც ბელგიაში ბრიუსელთან ახლოს მდებარეობს და უკვე 3 წელია მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკის სტატუსი აქვს.

ზოოპარკის ცხოველებს საკმაოდ დიდი ვოლიერები აქვთ და ისინი მაქსიმალურადაა მიახლოებულია მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს. შედეგად ცხოველები აქ თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ.

Pairi Daiza-ის ზოოპარკში ისეთი ცხოველების ნახვის საშუალება გაქვთ, როგორებიცაა, მგლები, დავები, ზღვის ლომები, ვეფხვები და პოლარული დათვები.

ზოოპარკის განსაკუთრებულობას მისი უნიკალური მოწყობა წარმოადგენს, სადაც ვოლიერებთან ერთად სასტუმროს 100 ნომერია განთავსებული ისე, რომ სტუმრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.

მინის ვიტრინები სასტუმროში მყოფ ადამიანების საშუალებას აძლევს ცხოველების ცხოვრებას მთელი დღის განმავლობაში დააკვირდეს, თანაც ისე, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნან.

რაც შეეხება სასტუმროში დარჩენის საფასურს, ის ერთ ადამიანზე 2 დღისა და 1 ღამის განმავლობაში 129 ევროს შეადგენს და ორჯერად კვებასაც მოიცავს.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ის სავსებით ადაპტირებულია ბავშვებისთვის და მათ საშუალებას აძლევს ველური ცხოველების ცხოვრებას დააკვირდნენ და დაუვიწყარი ემოციები მიიღონ.

ბექა ბერიაშვილი